დავით უსუფაშვილი - მივმართავ, მმართველ პარტიას და მათ ფავორიტ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, კარგად დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მმართველ გუნდთან ასოცირდება და იგი ქვეყნისთვის კარგ შედეგს არ მოიტანს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნებაც" და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი კარგად უნდა დაფიქრდნენ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ.

„ამ ტიპის განცხადებებს უკვე ვერ ჩავთვლით, როგორც მხოლოდ კანდიდატის მოსაზრებებს. ეს არის უკვე მმართველი პარტიის მოსაზრებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტეს საბოლოოდ, ღიად და ლეგალურად, ერთად წარდგნენ ამ არჩევნებზე. კანდიდატი და მმართველი პარტია გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში, კონკრეტულად 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველომ ჩაიდინა რამე საერთაშორისო სამართლებრივად და ზოგადად საკაცობრიო გადმოსახედიდან დასაძრახი? ამაზე იყო რუსეთის პასუხი? მე კიდევ ერთხელ, მიუხედავდ იმისა, რომ აღარ დარჩა ხელმოსაჭიდი, მივმართავ ორივეს - მმართველ პარტიასაც და მათ ფავორიტ კანდიდატსაც, კარგად დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ. კარგად დაფიქრდნენ, რა შეიძლება დაუჯდეს ამ ქვეყანას ამ ტიპის ლაპარაკიც კი.

ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა