ირაკლი კობახიძე - საქართველოს აშშ-ის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია და ეს ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგია

საქართველოს აშშ-ის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუციის წარდგენის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა გააჩნია ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. კობახიძე ამ მხარდაჭერის ნათელ მაგალითებად იმ დოკუმენტებს ასახელებს, რომელიც კონგრესმა თუ ამერიკის მთავრობამ მიიღო.

„მხარდაჭერა რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, უპრეცედენტოა. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მთელი ამ წლების მანძილზე არასდროს ჰქონია. არაერთი დოკუმენტია, მათ შორის კანონის ძალის მქონე დოკუმენტი, მიღებული ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტიც, ამ აქტებით არის გათვალისწინებული კონკრეტული ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ პრინციპს არ აღიარებენ. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად უპრეცედენტოა. გარდა ამისა წარდგენილია ახალი ინიციატივები, ამერიკის კონგრესში და ზოგადად ხელისუფლებაში. საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც ასევე უპრეცედენტო ნაბიჯია ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან და საქართველოს მხარდამჭერი კანონის პროექტია ინიცირებული ამერიკის კონგრესში. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია არასდროს აშშ-ის მხრიდან და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა