კარლ ჰარცელი - ჩვენ გვაქვს დაახლოებული ხედვები, როგორ უნდა განვავითაროთ და გავაღრმავოთ ისედაც ბრწყინვალე ურთიერთობები

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა რწმუნებათა სიგელი გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განხილული იყო სწორედ ის დღის წესრიგი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებობს. ასევე, სამომავლო გეგმები, რომელიც უნდა განხორციელდეს.

"ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. განხილული იყო ასევე უსაფრთხოების საკითხები", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია დაკისრებული ამოცანის შესრულება და მოწიწებით ეკიდება მას. "ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია საქართველოში ჩამოსვლა და აქ მუშაობა. მე უკვე ოფიციალურად ვარ ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს დაახლოებული ხედვები, როგორ უნდა განვავითაროთ და გავაღრმავოთ ისედაც ბრწყინვალე ურთიერთობები",- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო