ცნობილი სამოგზაურო ჟურნალისტი ალექს კრევარი საქართველოს ეწვია

სამოგზაურო ჟურნალისტი ალექს კრევარი საქართველოს სტუმრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციიდან აცნობეს, კრევარი 20 წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და სტატიებს ამზადებს სხვადასხვა გამოცემებისთვის: National Geographic Travel, The New York Times, and Lonely Planet.

ალექს კრევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სემინარი გამართა. კრევარმა ქართველ ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სამოგზაურო ჟურნალისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.

ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ინფორმაციით, ცნობილ ჟურნალისტს შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს 800-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი ეწვევა, რომლებიც სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ, ამავდროულად ჩვენი მიზანი ცნობილმა ჟურნალისტებმა ქართველ კოლეგებს და სტუდენტებს გაუზიარონ საერთაშორისო გამოცდილება სამოგზაურო ჟურნალისტის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა