მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხზე. კერძოდ, საუბარი შეეხო რეზერვის სისტემის განვითარებას, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისრაელისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისრაელიდან ტურიზმისა და ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მზარდი ხდება. ხაზი გაესვა ბათუმსა და თბილისში უძრავი ქონების და ტურიზმის სფეროში ისრაელიდან განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის განხილვას. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა შესაბამისი კვლევის ჩატარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო