„საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხე“ საგრანტო კონკურსს აცხადებს

„საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხე“ რიგით მეხუთე საგრანტო კონკურსს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ფონდი სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, სოციალური საწარმოს პროექტების დაფინანსებისთვის ემზადება.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება − ეკონომიკური და სოციალური (მათ შორის, სოციალური უმთავრესია). ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მეორე, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის − მიღწევის წინაპირობა.

საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა მოხმარდეს. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.

„კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობები: თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს.

პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე: www.tree.ge

კომპეტენტური ჟიური წლის ბოლომდე შეარჩევს და „საქართველოს ბანკის ფონდი“ დააფინანსებს სოციალური საწარმოს მდგრად პროექტებს. ჟიური დაკომპლექტდება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებით.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო 2018 წლის 10 აგვისტოს.

საკონკურსო პროექტის მიღება დასრულდება 2018 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში გამოცხადებულ კონკურსებში შეირჩა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით დაფინანსდა 10 სოციალური საწარმოს პროექტი. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

შეკითხვის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე: grants@tree.ge „-ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს