დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების გამოყენების შესახებ ბრძანებას მათთვის, ვინც არჩევნებში ჩაერევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სანქციების გამოყენებას ითვალისწინებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის არჩევნებში ერევიან, - ამის შესახებ „Associated Press“ იუწყება.

პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა და ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ კოათსმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ბრძანება დადასტურებაა იმისა, რომ არჩევნების უსაფრთხოება პრეზიდენტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლტონის განცხადებით, დოკუმენტი მიმართულია იქითკენ, რომ შეჩერდეს დეზინფორმაციის კამპანია ან ნებისმიერი მცდელობა კენჭისყრის შედეგებით მანიპულაციისა.

კოატსმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ ამჟამად ვერ ხედავს რუსეთის ჩარევის ინტენსივობას, რომელიც 2016 წელს შეინიშნებოდა, მაგრამ ამას მაინც არ გამორიცხავს. მისივე თქმით, აშშ ასევე შეშფოთებულია ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის კიბერსაქმიანობით.

ბრძანებაში ჩამოთვლილია უწყებები, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები, თუკი მოხდება არჩევნებში ჩარევა. მათ შორის არის ეროვნული სადაზვერვო ოფისი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა დეპარტამენტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს