ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე - 50 ადამიანი იჯდა და გონზე არ იყო არავინ, რას ბჟუტურებდნენ და ბრძენი სახეებით ვითომ ერზე ზრუნავენ

იდიოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა სამყაროზე. მათ შორის ცოდნა არ აქვთ და არც არაფრის წაკითხვა და მოძიება უნდათ ინტერნეტში, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სამედიცინო მარიხუანა მცირე რაოდენობით შეიცავს იმ ნივთიერებას, რომელიც იწვევს თრობას. „ვინმე ახსნის, თუ რატომ შეიძლება იყოს სამედიცინო მარიხუანას მოყვანა აკრძალული, როდესაც მას ნარკოტიკებთან შეხება საერთიოდ არ აქვს?! ეს იყო აკრძალული იმიტომ, რომ იდიოტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანების უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა სამყაროზე. მათ შორის ცოდნა არ აქვთ და არც არაფრის წაკითხვა და მოძიება უნდათ ინტერნეტში. სამაგიეროდ ყველანი პროფესორები არიან და კონფერენციებს მართავენ. დღეს რაც იყო, 50 ადამიანი იჯდა და გონზე არ იყო არავინ რას ბჟუტურებდნენ და ბრძენი სახეებით ვითომ ერზე ზრუნავენ. გაუნათლებელი ადამიანები მსჯელობენ სერიოზულ თემებზე და ეს პრობლემაა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად მიდგომა, რომ კანაფისგან პროდუქტები იწარმოება და საქართველომ ეს პროდუქტები შეიძლება გაყიდოს, არის კარგი და ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს