გია ვოლსკი - გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას

გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას, - ამის შესახებ ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის პირველივე დღეებში, მოხდება „სუნის გაქრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან“.

ამასთან, გია ვოლსკიმ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა. „ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტი აქვს და ამ საკითხის გადაწყვეტის დროს რომ არ მიეღო სათანადო განმარტებები და კომენტარები, იგი არ აუნთებდა ამ საკითხს მწვანე შუქს.

საფრთხეები არსებობს, თუმცა გამართული სისტემაა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები განეიტრალდეს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ამის იმპლემენტაცია დაიწყება, გაქრება სუნი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას. ამასთან საჭიროა, რომ კონფესიებმაც და განათლების სისტემამაც ჩართოს რესურსი, რათა მარიხუანას დამაზიანებლობაზე მეტი იქადაგოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა