საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ანაკლიის პორტის პროექტს განიხილავენ

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 13 სექტემბერს, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი წარუდგენს. ანაკლიის პორტის შესახებ სადისკუსიო პანელზე ისაუბრებენ, სახელწოდებით „ლურჯი ზრდის საზღვაო კლასტერების და ძირითადი პროექტების როლი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში“. აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის პორტის პარტნიორი კონსტანცას პორტის წარმომადგენლობითი დელეგაციაც პორტის დირექტორის ნიკოლაი დან ტივლიკის ხელმძღვანელობით. კონსტანცას პორტის მენეჯმენტი ანაკლიის პორტის ტერიტორიასაც ესტუმრება, მიმდინარე მშენებლობას მოინახულებს და ანაკლიის პორტის გენერალურ დირექტორთან, ლევან ახვლედიანთან შეხვედრას გამართავს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია. ფორუმი ბათუმში მეორედ ტარდება და მისი მიზანი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციაა. ფორუმს საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მაღალი რანგის პირები ესწრებიან, მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, ლიმ კიტაკი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, ევროკომისრები, საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში 12-14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა