„ყაზტრანსგაზ-თბილისი“-კომპანია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის სამუშაოებს განაგრძობს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის სამუშაოებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში, კომპანიამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა და სრულად შეცვალა გაზგამანაწილებელი ქსელი.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და კომპანია ახორციელებს ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან დროებით შეეზღუდებათ გაზმომარაგება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, კომერციულ და სახელმწიფო ობიექტებს, კერძოდ: საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი, საირმის 16, შევარდენიძის ქ., ასათიანის ქ, ზაქარიაძის, კარტოზიას ქ., თამარაშვილის ქ. 13, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხი და შესახვევი, შალვა ნუცუბიძის ქ. 1-დან 57-ის ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისი, დელისის III ქუჩა, ნადარეიშვილის ქ. 8ა, ზემო-ვეძისის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სამედიცინო უნივერსიტეტი, ავერსის კლინიკა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 14 სექტემბრის 09:00 საათიდან და სრულად აღდგება ამავე დღის 18:00 საათამდე.

13 სექტემბერს ასევე დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გეგმავს გაზმომარაგების დროებით შეზღუდვას შემდეგ მისამართებზე:

მთაწმინდაზე, ნიაღვრისა და კოტეტიშვილის ქუჩების ნაწილი - 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;

მთაწმინდაზე, კერესელიძის ქუჩა - 10:00 საათიდან 13:30 საათამდე;

საბურთალოზე, მიცკევიჩის ქ.27გ - 11:00 საათიდან 13:30 საათამდე;

ნაძალადევში, ბენდელიანის ქ. 1ა - 12:00 საათიდან 17:30 საათამდე;

ნუცუბიძეზე, უნივერსიტეტის ქ. 2 – 11:00 საათიდან 16:30 საათამდე;

ვაჟა-ფშაველას V კვარტალში, კორპუსი 1 – 11:00 საათიდან 13:30 საათამდე;

ავჭალა 2-ისა და გაზის დასახლების კერძო სექტორის ნაწილი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე;

ისანში, გუთნის ქ. 15 – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე;

სამგორში, გუმათჰესის ქ.19 – 11:00 საათიდან 17:30 საათამდე;

სამგორში, ჭიჭინაძის ქ. 1-7 – 11:00 საათიდან 16:30 საათამდე;

სოფელ წინუბანში, მშვიდობის ქ.16 – 13:00 საათიდან 15:30 საათამდე;

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. კომპანიის ცნობით, დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა