ილჰამ ალიევი - სომხეთის პრემიერის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს, მიუღებელია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან უნდა აწარმოოს, მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, „აზერბაიჯანი მტკიცედ უარყოფს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ნაწილია“.

„აზერბაიჯანული მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. სომხეთი და განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანი სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ მოლაპარეაკებების პროცესის ჩაშლაზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მიმართა ეუთო-ს და მოუწოდა რეაგირება მოახდინონ სომხეთის სახიფათო გამონათქვამებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

„ეუთო-მ თვალი არ უნდა დახუჭოს სომხეთში დემოკრატიის საბაბით დიქტატურის ახალი რეჟიმის გაჩენაზე“, - დასძინა მან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს