ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა ზაფხულის არდადეგები შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს

ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა ზაფხულის არდადეგები შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩერნოვეცკის ფონდიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი კულტურულ-გამაჯანსაღებელი პროგრამა იყო შემუშვებული.

„მათ მოინახულეს ღირსშესანიშნავი ადგილები, მონაწილეობა მიიღეს არაერთ სპორტულ ტურნირში, სტუმრობდნენ ატრაქციონებს და კაფეებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მოზარდების შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან, რომლებიც ურეკში დასასვენებლად ქუთაისიდან ჩამოიყვანეს. ჩერნოვეცკის ფონდი ცდილობს, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობა ისწავლონ,“ - ნათქვამია ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციაში.

როგორც ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა განაცხადა, საზოგადოებას უდიდესი როლი ენიჭება იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

„უდიდესი წვლილი იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვანი წევრებად იგრძნონ, თავად საზოგადოებას ენიჭება. ბავშვის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს გარემო. შესაბამისად, ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას“, - განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო