ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ქვეყნის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან გამართა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა დუალური პროფესიული განათლების მეთოდოლოგია და მისი საქართველოში დანერგვა იყო.

განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვეიცარიის კონფედერაციის დუალური პროფესიული განათლების პოლიტიკა და მომზადების სისტემა გააცნო.

ხაზგასმით აღინიშნა დუალური განათლების მოდელის მნიშვნელობა ეკონომიკური და სხვადასხვა პროფესიული დარგის განვითარებისთვის.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ეკა ბესელია, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ტუღუში და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა