ჩეხეთის დელეგაცია საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, სავაჭრო პალატის ვიცე -პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და ჩეხეთის 20-ზე მეტი ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სტუმრები მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ მაია გიქოშვილმა მიიღეს.

„მარტა ნოვაკოვა და ჩეხური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ.

ქართულმა მხარემ სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საგზაო მიმართულებით და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რებილიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ტენდერებში მონაწილეობის წესებსა და რეგულაციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს