1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6222 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6222 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6222 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6158 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0470 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0161 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.