დავით რაქვიაშვილი - საქართველოში დაბრუნდა დისკუსია „ვინ დაიწყო ომი“, რაც საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს შეურაცხყოფს

საქართველოში დაბრუნდა დისკუსია „ვინ დაიწყო ომი“. ეს დისკუსია არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი. როგორც რაქვიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ეს დისკუსია შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს და სახელმწიფოს.

„ამ დღეებში, როდესაც ჯონ მაკკეინის თანამებრძოლებმა, საქართველოს ერთგულმა და გავლენიანმა მეგობრებმა აღელვებულებმა განაცხადეს EPRC კონფერენციაზე, რომ გააგრძელებენ სენატორის მისიას - ქართველი ხალხის გვერდში დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ; როდესაც აშშ-ს კონგრესში შევიდა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ დამგმობი რეზოლუცია; როდესაც ტატუნაშვილის საფლავზე მისულმა ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისიდან მიმართა მსოფლიოს, რომ არ არსებობს „გაყინული კონფლიქტი“, რომ ამას აგრესია და ოკუპაცია ეწოდება, რომ რუსული ოკუპაცია იტაცებს, აწამებს, კლავს და რომ ის უნდა დასრულდეს; როდესაც ახლოვდება 27 სექტემბერი, როდესაც სულ ერთი თვეა გასული 7 აგვისტოდან, საქართველოში დაბრუნდა დისკუსია - „ვინ დაიწყო ომი“. ეს დისკუსია არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას; ეს დისკუსია შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს და სახელმწიფოს. ეს დისკუსია არ ემსახურება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენას მომავალში;

ეს დისკუსია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს; ეს დისკუსია აღარ მიმდინარეობს, კრემლის გარდა, არსად. არ ჩაერთოთ ამ დისკუსიაში”, - წერს დავით რაქვიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს