ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შევიდა. გულორდავა რაიმე სახის ქრთამის აღებას უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. გულორდავას თქმით, ის ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, თუმცა მისგან რაიმე თანხა არ მიუღია.

"რაც არის რეალობა იმ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებს სუს-სთვის. გამოძიებასთან ვითანამშრომლებ. ზურაბ კვირკვიას ვიცნობ, მასთან საქმიანი ურთიერთობა მქონდა, რამდენჯერმე შევხვდი კიდეც. ბოლოს დაახლოებით სამი თვის წინ შევხვდი", - განაცხადა გულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. დღეს კი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს უკვე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. გია გულორდავას საგამოძიებო უწყებაში შეკითხვებს, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერების შესახებ დაუსვამენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა