ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვის მიზნით, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ხელმისაწვდომია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები გამოაგზავნოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: NewCustomsCode@mof.ge

პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს საინფორმაციო კამპანიას ახალი საბაჟო კოდექსის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს