ფინანსთა მინისტრი „ომეგა ჯგუფზე“ - კეთილი ინებონ და ბიუჯეტში დავალიანება გადაიხადონ

კეთილი ინებონ და ბიუჯეტში დავალიანება გადაიხადონ, - ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტში დავალიანება კომპანიამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს.

„ბიუჯეტში დავალიანება უნდა გადაიხადონ, გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ",- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის კომპანია „ომეგას“, რომელიც არხის ფინანსურ უზრუნველყოფას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საუბარია იმ აუდიოჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო