დავით ბაქრაძე - საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში არის მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია დასაშვებ და მისაღებ ფარგლებს სცილდება

მთავრობის და უმრავლესობის რეაქციიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ალბათობით ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება საზოგადოების განწყობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ერთი მხრივ, საზოგადოებაში არის მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ციხეში და არ უნდა ხდებოდეს პოლიციური ტერორის მსხვერპლი. მეორე მხრივ, ამავე საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში არის ასევე მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია სცილდება დასაშვებ და მისაღებ ფარგლებს. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც დღეს ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების უმეტესობა და მას ქვეყნის მომავლისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ამიტომ, ასეთი კანონპროექტის შემოტანა და ამ საკითხის ასეთი ფორმით დაძვრა კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად არ აინტერესებს დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოების აზრი და როგორ დაცილდა ხელისუფლება ხალხს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა