ქეთევან ციხელაშვილი - მავთულხლართებით იზოლაცია ადამიანებს პრობლემებს უქმნის

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ავსტრიის დედაქალაქში ოკუპაციის თემაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე შეხვედრებს აგრძელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს,

დღეს ავსტრიის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო ინიციატივა - ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საუბრის ძირითადი თემა იყო. სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიელ დიპლომატებს მთავრობის ინიციატივის კონკრეტული დეტალები გააცნო და ოფიციალური ვენის მხრიდან ამ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ავსტრიელ პარტნიორებს კარგად ესმით რუსული ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემები.

„ხედვა, რომელიც გათვლილია ადამიანების კეთილდღეობის ზრდაზე, კონტაქტების ხელშეწყობაზე, ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზე, არის ერთადერთი სწორი გზა. გზა იმისკენ, რომ მოხდეს ნდობის აღდგენა და შერიგება იმ მოსახლეობის, რომელიც დღეს ხელოვნური ბარიერებითაა დაშორებული“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ავსტრია, სხვა ევროპელი პარტნიორების მსგავსად, საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარს აქტიურად უჭერს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა