კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა 50 000-დან 100 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაცილი წესით დაჯარიმებას - 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარდა, ცვლილებები შედის “სისხლის სამართლის კოდექსში“. კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, 21 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა კანაფის ინდუსტრიაში დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7-წლამდე.

შს სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, გადაზიდვა და ექსპორტი, ასევე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და ექსპორტი სალიცენზიო საქმიანობა ხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა