რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს გააანალიზებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს გააანალიზებს, რომელიც აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამას ეხება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს.

„ამჟამად იგორ გიორგაძის საიტზე გამოქვეყნებულ ყველა მასალას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პროფილური სპეციალისტები სწავლობენ და აანალიზებენ. აღნიშნული ანალიზის შედეგებს რუსულ და საერთაშორისო საზოგადოებას წარვუდგენთ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

11 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო