დავით უსუფაშვილი - მგონია, რომ კარგი პრეზიდენტი ვიქნები

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩენებში „თავისუფალი დემოკრატების" სახელით დარეგისტრირდა. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებს ცესკო-ში განუცხადა, სადაც 32 283 ხელმოწერა შეიტანა. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამ არჩევნებში მას მხარს უჭერენ „ეროვნული ფორუმი", " თავისუფალი დემოკრატები" და ასევე უპარტიო მოქალაქეები.

მისი განმარტებით, არჩევნებში კენჭს 25 ნომრით იყრის.

„დღეს ცესკო-ს ჩაბარდა საქართველოს 32 283 მოქალაქის ხელმოწერა, იმათი ვინც თვლის, რომ ვიყო არჩევნებში წარმოდგენილი, როგორც კანდიდატი. დღეს ხელმოწერები მოვიტანეთ იმ პოლიტიკური ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების წარმომადგენლებმა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მხარდამჭერები არიან. ესენია: „შენების მოძრაობა", „ეროვნული ფორუმი", „თავისუფალი დემოკრატები" და უპარტიო მოქალაქეები. „შენების მოძრაობა" არ არის ჯერ პოლიტიკური პარტია, ამიტომ მე დავრეგისტრირდი პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების" სახელით. მე თავად გახლავართ უპარტიო, მაგრამ არ მრცხვენია იმის, რომ ვიყავი პარტიის წევრი და ხვალაც ვიქნები ახალი პარტიის წევრი იმიტომ, რომ საქართველოში საჭიროა ძალიან სერიოზული პარტიების სერიოზული კონკურენცია. ასე რომ, ამ არჩევნებში მე მივდივარ ამ ადამიანების მხარდაჭერით. მზად ვარ, ვიყო საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ჩვენ მეტი შეგვიძლია, მოქალაქეებსაც და ქვეყანასაც. უნდა დავძლიოთ ის სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმი, რომლის გამოც არის ამდენი არეულობა და ქაოსი. ქვეყანა უნდა ჩავაყენოთ ევროპული სახელმწიფოების შესადარ სამართლებრივ სისტემაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს კარგი პრეზიდენტი იქნება.

„30 წელია ვემსახურები საქართველოს, ჩვენს სამართლებრივ სისტემას. მგონია, რომ ვიქნები კარგი პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს