ლაშა გოგია - ორშაბათს გეტყვით ყველაფერს

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს. "ორშაბათს გეტყვით ყველაფერს", - აღნიშნა გოგიამ.

ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე ლაშა გოგია სუს-ში ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს კი უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება უკვე ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

„რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა