პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარება.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობასა და აღნიშნული პლატფორმების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

შეხვედრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სამშვიდობო პროცესში და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.

პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის საკითხში არსებული სირთულეები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა