სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სიმინდის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან გიორგი იაკობაშვილთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად სიმინდის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს.

“ეს არის გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი მაგალითი. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს და ჩვენც ვხედავთ, მოსავალი კარგია, დაზიანება არ აღენიშნება. რა თქმა უნდა, ყველგან ანალოგიური შედეგი არ არის, თუმცა, ეს მაგალითი, რაც დღეს ვიხილეთ, არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ გვექნება წარმატებები ყველგან, სადაც ერთიანი ძალისხმევით სწორად გატარდება ღონისძიებები,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ცნობისთვის, ე.წ. ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები დაახლოებით 6500 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რის შედეგადაც გვაქვს ხელშესახები შედეგი - მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა,“ - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნილოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში. შედეგად დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში ფიქსირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტყვირის მოსახლეობას შეხვდა და საკარმიდამო ნაკვეთებში მავნებლის საწინააღმდეგო მექანიკური ღონისძიებების მიმდინარეობასაც გაეცნო. მისი თქმით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია პრიორიტეტულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა