სუს-ში კახა მიქაიას გამოკითხვა მიმდინარეობს

„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ სუს-ში ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერის სრული ვერსია მიიტანა.

როგორც მიქაიამ ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განაცხადა, კარგია, რომ სუს-მა ამ საკითხზე მოკვლევა დაიწყო.

„კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. მე დღეს მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს 1:57 საათს და მე ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. ტელევიზიებით მხოლოდ 2 წუთიანი ჩანაწერი მოისმინეთ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია“, - განაცხადა მიქაიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერი სრულიად ახალია და მისი მოპოვების გზებზე მხოლოდ ანტიკორუფციულ სამსახურში ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა