ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, კობალაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის დამჭერი საყრდენი კედლები, საერთო სარგებლობის კიბეები, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, საგზაო ინფრასტრუქტურა 2 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„30 წელზე მეტია, რაც კობალაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შესრულებულა და გზა ძალიან დაზიანებული იყო. დღეს ვასრულებთ რეაბილიტაციის პროცესს და მთლიანი ქუჩა კეთილმოწყობილი იქნება. გამგეობა აგრძელებს ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას და წლის ბოლომდე საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვექნება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის საკონტრაქტო ღირებულება 217 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა