ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, რომელიც ზუგდიდის ყოფილ მერთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, უწყებაში კვირკვიასთან ერთად გამოკითხავზე იმყოფებიან, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და "დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია.

აღნიშნული პირების სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.

ამასთან, როგორც "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა კახა მიქაიამ სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარუდგენს ჩანაწერის იმ სრულ ვერსიას, რომელშიც ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი.

„კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. დღეს მოვიტანე სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს საათს და 57 წუთს და ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. რაც მოისმინეთ თქვენ ტელევიზიით ეს იყო ორი-სამი წუთი, აქ არის საათი და 57 წუთი. საუბარში მონაწილეობენ ბიზნესმენი, ლაშა გოგია და ქობალია. მე გადავცემ ამ ჩანაწერს და ავთენტურობაზე მათ იზრუნონ. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილია. ეს ჩანაწერი არის ახალი”, — აცხადებს კახა მიქაია.

"რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა