რეჯებ თაიპ ერდოღანი - ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებამდე, სომხეთთან საზღვარი არ გაიხსნება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიპ ერდოღანის განცხადებით, სომხეთთან საზღვრის გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელი იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე.

„კონფლიქტის დარეგულირებისა და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების გარეშე, საზღვრის გახსნასა და რაიმე სახის ურთიერთობის დამყარებაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში სამხედრო აღლუმზე გამოსვლისას.

სომხეთ-თურქეთის ურთიერთობათა ნორმალიზების პროცესი სომხეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის სეჟ სარგსიანის ინიციატივით, 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2009 წლის ოქტომბერში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ციურიხში ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომელიც ორივე ქვეყნის პარლამენტებისგან რატიფიცირებას ითხოვდა. თუმცა, 2009 წლის დეკემბერში თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ოქმების რატიფიცირებას მანამდე არ განახორციელებს, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი არ გადაწყდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა