სასულიერო პირებმა, რომლებმაც კანაფის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს, მრევლს კვირას, სამების ტაძარში მისვლისკენ მოუწოდეს

თბილისის საკრებულოსთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა მრევლს კვირას, სამების ტაძარში მისვლისკენ მოუწოდეს. როგორც მამა შალვა კეკელიამ თბილისის საკრებულოსთან პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადა, უწმინდესის სურვილია, რომ შეიკრიბონ სამების ტაძარში და დაესწრონ ღვთისმსახურებას.

სამების ტაძარში ღვთისმსახურება, კვირას, 10.00 საათიდან დაიწყება.

საკრებულოსთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა კანაფის წარმოებასა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ თბილისის სამღვდელოება დღეს შეიკრიბა და გადაწყვიტა განცხადება გაეკეთებინა.

„ჩვენ მრევლის პოზიციას გამოვხატავთ. მრევლმა გვაიძულა გამოვსულიყავით აქ. მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ. დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს. ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა