კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ ან კანაფის ინდუსტრიაში ინვესტიციებს დებენ, აშშ-ში შესვლაზე სამუდამო აკრძალვა ემუქრებათ

კანადის მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ ან კანაფის ინდუსტრიაში მუშაობენ და ინვესტიციებს დებენ, აშშ-ში შესვლაზე სამუდამო აკრძალვა ემუქრებათ, - ამის შესახებ აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა თოდ ოუენმა განაცხადა.

კანადაში რეკრეაციული მარიხუანა ლეგალიზებულია, ხოლო აშშ-ს ფედერალური კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება აკრძალულია. თოდ ოუენის თქმით, თუ საზღვარზე შემოწმების შედეგად მანქანაში მარიხუანას ნარჩენებს აღმოაჩენენ, კანადის მოქალაქეებს დასაკითხად გადაიყვანენ. მისი თქმით, თუ პირი მოიტყუებს წარსულში მარიხუანის მოხმარების შესახებ, ეს თაღლითობა და შეცდომაში შეყვანაა, რაც აშშ-ში შემვლის სამუდამო აკრძალვას გამოიწვევს.

ასევე, დაუშვებელი იქნება კანადის მოქალაქის აშშ-ში შესვლა, თუ ის აღიარებს, რომ წარსულში მოიხმარა ნებისმიერი ნარკოტიკი, რომელიც აკრძალულია აშშ-ში.

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში შესვლის სამუდამო აკრძალვა შესაძლოა კანადის იმ მოქალაქეებზე გავრცელდეს, ვინც კანადაში კანაფის ინდუსტრიაში მუშაობს ან ინვესტიციებს დებს ამ სფეროში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს