სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა პროკურატურას მიმართავს, მისი შვილის საქმე გამოსაძიებლად რაიონულ პროკურატურას გადაეცეს

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა მერაბ მერებაშვილი პროკურატურას მიმართავს, მისი შვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად რაიონულ პროკურატურას გადაეცეს, - ამის შესახებ მერაბ მერებაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ჩართვისას განაცხადა. გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის მამის თქმით, ის პროკურატურას ოფიციალურდ 17 სექტემბერს მიმართავს, რათა ძიება სწორედ რაიონულმა პროკურატურამ გააგრძელოს. ამასთან, მერებაშვილი ამბობს, რომ საქმის გაცნობის შემდეგ მას უამრავი შეკითხვა გაუჩნდა.

„დაკითხვის ოქმები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოლიცია აფარებს დამნაშავეებს ხელს. ძალიან ბევრი უზუსტობაა ამ ოქმებში და არ არის დაკითხული ხალხი. მე უსწავლელ, გაუნათლებელ ადამიანს მიჩნდება შეკითხვები. როცა მოდიოდნენ შსს-ს წარმომადგენლები, მეუბნებოდნენ - ერთი შეკითხვაც არ დაგრჩება, ისე გამოვიძიებთ ამ საქმესო. საქმეს რომ გავეცანი, 100-ზე მეტი შეკითხვა გამიჩნდა“, - აღნიშნა მერებაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა