ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის და დედა ეკლესიის აზრი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადა.
სოფიო კილაძის თქმით, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების აზრი და აქედან გამომდინარე გაიმართება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესში არის. ჩვენ ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც ამ პროცესს წაადგება. არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობასთან არ იქნება შეთანხმებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილის და დედა ეკლესიის აზრი, აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები", - განაცხადა კილაძემ.