აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, ჯამში 770 146 ლარის შემოწირულება მიიღეს.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოწირულება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რამაც ჯამში 345 476 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს, როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ევროპულ საქართველოს“ 293 156 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული, სალომე ზურაბიშვილს 109 021 ლარი, ახალ პოლიტიკურ ცენტრს „გირჩი“ – 8 943 ლარი, „თავისუფალ დემოკრატებს“ - 8700 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 2000 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ -1791 ლარი, მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის - 400 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ -350 ლარი, დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე - 200 ლარი, ხოლო „საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ 108 ლარის შემოწირულება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო