აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი მზად არის, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შეხვდეს

ლილოს გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი სატვირთო ავტომობილების მძღოლები მზად არიან ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გელა ჯოჯიშვილმა განუცხადა, მძღოლებს დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ მინისტრი მზად არის მძღოლებს შეხვდეს.

მისივე განმარტებით, შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში შედგება.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები ლილოს გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ითხოვენ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში ხორბლის სახმელეთო გადაზიდვა იკრძალება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო