Bitfury-იმ საქართველოში სტუდენტური ლაბორატორია გახსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია სტუდენტებს ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, ახლადგახსნილ სივრცეში გაიმართება სემინარები და ვორქშოპები. სტუდენტები საკუთარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას უკეთესად შეძლებენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განმარტებით, ლაბორატორიის გახნა სტუდენტებს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„Bitfury-ის ლაბორატორია სტუდენტებს ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური მიმართულებაა, ამიერიდან ჩვენთანაც ხელმისაწვდომი იქნება. მას სტუდენტები საკუთარი სტარტაპების შესაქმნელად და გასავითარებად გამოიყენებენ. მეორე მხრივ კი, მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და სიახლეებს სისტემატიურად გაეცნობიან,“ - განაცხადა ანდრო რურუამ.

Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ლაბორატორიის გახსნა კი ამ თანამშრომლობის მეორე ეტაპია. Bitfury-ის საქართველოში წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის Bitfury-ში 200-მდე ქართველია დასაქმებული და ლაბორატორიის გახსნა ამ პროცესს დიდად შეუწყობს ხელს.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონში ყველაზე მოწინავე და მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობა. თანამშრომლობა მოხდება როგორც კადრების გადამზადების კუთხით, ისე ინოვაციების გაზიარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ქართულ საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბიზნესისა და ტექნოლოგიენის უნივერსიტეტს კი ვუყურებთ, როგორც ჩვენი სამომავლო პროექტების პარტნიორს,“ - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.

Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია ისიც, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების შენახვა ბოლქჩეინ სისტემაში მოხდება. ლაბორატორიის გახნა კი მათი თანამშრომლობის მეორე ეტაპია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა