“ქართულმა ოცნებამ“ დადგენილების პროექტში ჩაასწორა პუნქტი, რომელიც მოზარდების მკვლელობის საქმეში მ.კ-ს როლის გამოკვეთას ეხება

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომზადებულ დადგენილების პროექტში ჩასწორდება პუნქტი, რომელიც საქმეში მ.კ-ს როლის გამოკვეთას ეხება.

უფრო კონკრეტულად, დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ “უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“.

პროექტის განხილვის პროცესში, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა შენიშვნა გამოთქვა და პარლამენტს შესთავაზა წინადადება, რაც მამუკა მდინარაძემაც გაიზიარა, რომ დადგენილებაში აღნიშნული ჩანაწერი შემდეგნაირად ჩასწორდეს: - “აღნიშნულმა სტრუქტურებმა, ასეთი არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის სწორი დათქმა.

“საზოგადოების სხვა წევრები კი არა, ჩვენც მოვექეცით რაღაცის გავლენის ქვეშ. ხისტი შეფასება, კრიტიკული დამოკიდებულება და რაღაცის დაშვება, რაც დავადგინეთ თუ ვერ დავადგინეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცის უფლება უნდა შევლახოთ და შევზღუდოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ფრაქცია “ქართული ოცნების“ სახელით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების პროექტი წარადგინა, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის ერთგვარი ალტერნატივაა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა