თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ ლისისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის, "თიბისი ბანკის” სათავო ოფისის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა.
აღნიშნული საკითხი ითვალისწინებს დაახლოებით, 47 ათას კვ.მ ფართობზე "თიბისის“ სათავო ოფისის მოწყობის გარდა, რესტორნის, კაფის, სპორტული დარბაზების, სპას და საცურაო აუზის მშენებლობას.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ განაცხადა, „თიბისის“ ლისის ტბის მიმდებარედ ტერიტორია უკვე საკუთრებაში აქვს.
"თიბისის“ მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სურს ცენტრალური ოფისის განთავსება... ვფიქრობთ, ამ უბანში მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა ხელს შეუწყობს ამ სივრცის ურბანულ განვითარებას. ამ კომპლექსით ისარგებლებს იქ მცხოვრებლებიც", - განაცხადა სოხაძემ.