ანონსი  26 სექტემბერი

26 სექტემბერს, 09:40 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ-მარიოტში“, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებით, მდგრადი დაფინანსების საკითხებზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და IFC-ის რეგიონული მენეჯერი კავკასიაში იან ვან ბილსენი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

მის.: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო “ქორთიად-მარიოტი“

26 სექტემბერს, 09:45 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“, შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართება.

ბორჯომი, სასტუმრო „Crowne Plaza“

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ვორკშოპი „ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება,“ რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრებიან.

თემა: „იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება“.

მის.: ფურცელაძის ქ. #3ა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მონაწილეების პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი სმარტლაბის SMART|SmR_lab (School meets Research) შექმნის განზრახულობათა დოკუმენტს მოეწერება ხელი. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი სებასტიან შმიდტი და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ჰანს შტროერი.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

26 სექტემბერს 10:30 საათზე, სასტუმრო “ჰუალინგ თბილისში“ სტარტს აიღებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონფერენცია „კავკასიის საკაბელო ტელევიზიების და მედია ინდუსტრიის დღეები - 2018“. კონფერენციის ორგანიზატორია „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი“.

საკონტაქტო პირი თეონა ბერუაშვილი - 555 548118

26 სექტემბერს, 10:30 საათზე, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში, ადვოკატები ლევანი აფრასიძე და ირაკლი ჩომახაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: არაადამიანური მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებებში - ჯალათები კვლავ სისტემაში რჩებიან და უფრო მაღალ თანამდებობებზე წინაურდებიან; კონკრეტული ისტორია N8 პენიტენციალური დაწესებულებიდან.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599 72 65 65

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი - „სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა“ გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართული და უცხოური სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: გუდიაშვილის ქ. #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, შვილმოკლული მამების აქცია- პერფორმანსი „შენი ადგილი აქ არის" გაიმართება.

საკონტაქტო ინფორმაცია: 591 05 16 01

26 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“.

მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

26 სექტემბერს,11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა.

თბილისი, კომიტეტის სათათაბირო ოთახი N518 (C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 11:30 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მეუფე გიორგი ჯანმდელიანი, ნიკოლოზ მჟვანაძე, შოთა გლურჯიძე, გურამ ფალავანდიშვილი, დავით ლილუაშვილი, ზაზა დავითაია და სხვები) ბრიფინგი 5 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. აქცია ტარდება "საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნით.

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, გორის რაიონის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ქერეში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მოსახლეობას შეხვდება.

თემა: საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლის პრობლემები.

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველებისა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით შეხვედრა გაიმართება. თემა: „ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა“ (კონფლიქტიდან 25 წელი).

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის საკითხებზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ზეპირ მოსმენას გამართავს.

თბილისი, C კორპუსი, ოთახი N534

26 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

26 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო “იოტაში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე ტუროპერატორებს შეხვდება.

თემა: "საქართველო, როგორც მზარდი ტურისტული ქვეყანა მსოფლიო რეიტინგებში".

26 სექტემბერს, 13:30 საათზე „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფიში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა - სააფთიაქო ნარკოტიკი საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08 / მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

26 სექტემბერს, 15:00 საათზე, “ძალა ერთობაშიას” ლიდერები მამუკა გამყრელიძე და ზურაბ ხარატიშვილი სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდებიან.

თემა: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მის.: აღმაშენებლის #150

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

26 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, CSR კლუბის საერთო კრება გაიმართება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ დისკუსიას გამართავენ.

საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215

26 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, კომიტეტთან არსებული “სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

26 სექტემბერს, 16:00 საათზე, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ორგანიზებით, პროგრამის "აწარმოე საქართველოს" ხელშეწყობით აშენებულ საწარმოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში, კარლო ნატალე და სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ეწვევიან.

მის.: ფონიჭალა, ვაგზლის ქ. #15ა

საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598 66 88 06

26 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

26 სექტემბერს, 18:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში რუხის მეგობრობის ზეიმის

ამსახველი დოკუმენტური ფილმის „რუხის შეხვედრებისა“ და ფოტოალბომის

პრეზენტაცია გაიმართება.

მის: უზნაძის 68

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა