ირაკლი კობახიძე - როცა ზაზა ოქუაშვილი ლაპარაკობს, ის პრაქტიკულად საკუთარ დანაშაულზე საუბრობს - გავარკვიოთ, რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ვიღაცას ფულს უხდიდა

“ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული პროცესი ისეთივე “მძიმე სკანდალია“ “ქართული ოცნებისთვის“, როგორი “მძიმე სკანდალიც“ “ბასიანის“ ოპერაცია იყო - პირიქით, ჩვენ ვართ საქმის გამოძიებით მაქსიმალურად დაინტერესებული, - აღნიშნული განცხადება “ტვ პირველის“ გადაცემა “რეაქციაში“, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ამ კონტექსტში კობახიძემ გადაცემის წამყვანს მიმართა, რომ ეს დაახლოებით ისეთივე მძიმე სკანდალია, მან და ინგა გრიგოლიამ რომ ჩაწერონ სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე და მათი ეს ჩანაწერი ტრამპისა და მერკელისათვის მძიმე სკანდალად იქცეს.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანის მინისტრობის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და მას არანაირი შეხება “ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს. “ჩანაწერებში ორ-ორი ადამიანი საუბრობს და მათგან არც ერთს “ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს. რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი და რა სკანდლზეა საუბარი?! ზაზა ოქუაშვილი ვიღაცებს ელაპარაკება, რომელთაგან არც ერთს “ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვს. როცა ოქუაშვილი ლაპარაკობს, ის პრაქტიკულად საკუთარ დანაშაულზე საუბრობს. გავარკვიოთ, რა დანაშაული ჩაუდენია ზაზა ოქუაშვილს, როცა ვიღაცას ფულს უხდიდა. ოქუაშვილიც უნდა დაიჭირონ და პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის მონაწილე. გამოდის, რომ ოქუაშვილი საკუთარ თავზე ამბობს, თუ ვინმეს ფულს აძლევდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა