რომან კაკულია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მერსი ტემბონს შეხვდა, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა ისაუბრა 2019-2022 წლებში მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებისა და ხედვების შესახებ. შეხვედრაზე გაანალიზეს ქვეყნის განვითარების პროცესში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

„მსოფლიო ბანკს აქვს ძირითადი გამოწვევების განსაზღვრის ძალიან მკაფიო სისტემა, როგორც ქვეყნის დონეზე ასევე რეგიონული მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თავიანთი პროგრამების და ინტერვენციების დაგეგმვისას ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ განათლების პროგრამების მნიშვნელობაზე, როგორც მთავარ საფუძველზე, რომ კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა გაიზარდოს. მათი მოსაზრებით ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა, რათა სამომავლოდ საქართველომ ეკონომიკური განვითარების სასურველ მოდელსა და დონეს მიაღწიოს“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ შეირჩევა კონკრეტული რეგიონი ან რეგიონები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად გაანალიზდება და განისაზღვრება ამ რეგიონების განვითარების პრიორიტეტები, მათი შესაბამისობა მსოფლიო ბანკის მიერ პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემებთან. ამის შემდეგ მოხდება მათთვის კონკრეტული სამთავრობო პროგრამების განსაზღვრა, რომლებიც იქნება კოორდინირებული სხვადასხვა დონორებთან.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ამის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის წინსვლისათვის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ოზან სევიმლი, სამხრეთ კავკასიაში პროგრამების ხელმძღვანელები ჟენევიევ ბოიღო, სარა მაიკლი და ლირე ერსადო, საგარეო და კორპორატიული ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა პაიჭაძე, პარლამენტის წევრები ბექა ნაცვლიშვილი და ისკო დასენი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო