ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლაც მოუწევთ

ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვის შემთხვევაში მანქანის პასპორტის შეცვლა მოუწევთ.

რეგისტრაციის მოწმობაში ავტომანქანის სხვა მონაცემებთან ერთად მისი ფერიც არის მითითებული.

აღსანიშნავია, რომ მანქანის პასპორტის შეცვლა მძღოლებს 35 ლარი დაუჯდებათ. „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესაუბრა.

„მოქალაქე, რომელსაც სურს მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას შეუცვალოს ფერი, ვალდებულია გადაღებვის შემდეგ წამოადგინოს ავტომობილი მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალება გაივლის სტანდარტულ დათვალიერებას, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო დოკუმენტში განხორციელდება ცვლილება და მფლობელი მიიღებს ახალ სარეგისტრაციო მოწმობას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს