ისკო დასენი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ისკო დასენი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. სუბარი შეეხო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობების საკითხებს და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიური ხდება. „საქართველოსა და ბელარუსს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ორივე მხარემ აღვნიშნეთ, რომ ეს ურთიერთობები ახლა სულ უფრო ინტენსიური ხდება და პოზიტიურად ვითარდება. ვისაუბრეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. შევთანხმდით, რომ მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ბელარუსში საქართველოს მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება, რაც ხელ უწყობს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას“,-განაცხადა ისკო დასენმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა