ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ოკუპირებულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 25 წლის შემდეგ არსებული მდგომარეობა იყო.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

„სოხუმშიც და თბილისშიც ვთანხმდებით, რომ აფხაზეთში შექმნილია უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონფლიქტიდან 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთში ვითარება არც ერთი მიმართულებით არ გაუმჯობესებულა. ამას ვამბობ გულისტკივილით და არა ნიშნისმოგებით.

ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა, საკუთარ სახლებში დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო დიალოგი ამის საუკეთესო ინსტრუმენტია. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ამაში აფხაზები და სერიოზულად ვიმსჯელოთ შემოთავაზებული დიალოგის წარმოებაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა