ანონსი  28 სექტემბერი

28 სექტემბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით მე-7 რეგიონული კონფერენცია - "თბილისი 2018: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” გაიხსნება. მის.: თავისუფლების მოედანი #4, „ქორთიარდ მარიოტი“

28 სექტემბერს, 10:00 საათიდან, ვაკის პარკში ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მიკედლებულ და პატრონიან ცხოველებს უფასო ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას ჩაუტარებენ.

საკონტაქტო პირი ნატა უზუნაშვილი - 557 514-566

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, უნივერსიტეტისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – "კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები" გაიმართება.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

28 სექტემბერს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების კიტა და აკაკი ჩხენკელების აქამდე დაკარგულად მიჩნეული საუკუნოვანი არქივი საზეიმოდ გადაეცემა.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2018 წლის აგვისტო. მის.: ც. დადიანის ქ. #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართება აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიური სამეცნიერო კითხვანი.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, №321 აუდიტორია

28 სექტემბერს,11:00 საათზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისში „Journalist's Breakfast at Freedom Office (FNF office)„-ის სადისკუსიო შეხვედრა გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

მის.: ჭოველიძის ქ. #10

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს 2010-2017 წლებში მაღალი თანამდებობის მქონე პირთა მიერ დეკლარირებული შემოსავლების ახალი ელექტრონული მოდულისა და ღია მონაცემთა პლატფორმა www.DataLab.ge-ის პრეზენტაციას. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ კვლევის შედეგები.

მის.: ჭოველიძის ქ. #10

საკონტაქტო პირი მერი მახარაშვილი 599 500 137

28 სექტემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ტაქსების რეგულაცია; ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობა; ჰაერის მდგომარეობა თბილისში – პარლამენტში წარდგენილი ანგარიში. მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: 27 სექტემბერს #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თეონა ჭალიძეს, რაზეც სსკ-ის 162 მუხლით გამოძიება დაიწყო.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

28 სექტემბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტი, რომლის გაწვევას პარლამენტი არ აპირებს; პარტიის შიდა კვლევა საპრეზიდენტო კანდიდატებზე; „ომეგას“ საქმე; სხვა მიმდინარე საკითხები. მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე) საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

28 სექტემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი, მარიხუანას კულტივაციის თემა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ხელი მოეწერება მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

მის.: ზუბალაშვილების ქ. #33

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიხსნება.

მის.: კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრი

28 სექტემბერს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში ტექნოლოგიური ბაზრის ლიდერები Datalogic, Bizerba, Toshiba, Ses-Imagotag და Citizen საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ.

28 სექტემბერს, 13:00 სათზე, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია“ ლიდერები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეხვედრას გამართავენ (შეხვედრის შემდეგ გაკეთდება კომენტარები).

თემა: უფასო პოლიტიკური რეკლამების შეჩერება.

მის.: ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. #50/18

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

28 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს შპს „ეკოსერვის ჯგუფის" მიზნებსა და ამოცანებს გააცნობს და კომპანიის ახლადშეძენილ, თანამედროვე ტიპის ტექნიკას დაათვალიერებს.

მის.: თბილისი, რიყის პარკი

28 სექტემბერს, 14:00 საათზე, სტამბა „კოლორპაკში“ გაიმართება მედიატური, სადაც მედიის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ სტამბა და გადაიღონ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომელიც დღეს პროკურატურას უნდა გადაეცეს.

მის: ეკატერინე ბაღდავაძის 20

28 სექტემბერს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 სექტემბერს, 15:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 სექტემბერს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებულ დირექტორთან, უფროს პოლიტიკურ მრჩეველთან, ალექსანდრ პავლიუკთან.

გიორგი ვოლსკის სათათბირო ოთახი (A კორპუსი, I სართული)

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“, გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო), საქართველოს გაეროს ასოციაცია და სათემო მობილიზაციის ცენტრი „ღია სახლი“ ლტოლვილთა მონაწილეობით გამოფენა-გაყიდვას და მოდების ჩვენებას გამართავს.

28 სექტემბერს, 17:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაიმართება ბრიფინგი „ომეგა ჯგუფის“ თემაზე.

მის: გორგასლის #16

28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ოქროყანაში, სადღესასწაულო ცენტრში „Hill Side” გაიმართება „სიცოცხლის ფესტივალის“ დახურვის საზეიმო ღონისძიება. ღონისძებაზე მოეწყობა ბერი ანდრიას ჩანახატების კრებულის, ფონდის შვილობილების, მათი მშობლებისა და მეგობრების ხელნაკეთი ნივთების და მსუბუქი ბრენდირებული ჩანთების გამოფენა-გაყიდვა.

28 სექტემბერს, 20:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი, მის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N 6

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს