ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ,  შესაძლოა, დაცვის ნაცვლად ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს

თუკი ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა უნდა ჩავანაცვლოთ ტრანსპორტით და მძღოლით, - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ანზორ ჩუბინიძემ კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება და ერთი წლის გასვლის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა მათ დაცვა.

„ერთი წელი ჩვენ მოგვცემს საშუალებას დაკვირვების, რისკების შეფასების. ამის შემდეგ გადაწყდება მათთვის დაცვის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი. არა მგონია, რომ დაცვის არსებობა ვინმესთვის კომფორტული იყოს. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ თუ საჭიროება არ არსებობს, დაცვა მაინც უნდა შენარჩუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უნდა ვუზრუნველვყოთ ტრანსპორტირებით, აღნიშნული საკითხი მთავრობის დადგენილებითაც შეიძლება დარეგულირდეს. თუ დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა სპეციალური ტრანსპორტირებით და მძღოლით უნდა ჩავანაცვლოთ. ამაზე ევროპული გამოცდილებაც მიგვითითებს. დაცვა სადაც საჭიროა უნდა დავტოვოთ, სადაც საჭირო არ არის, მოვხსნათ და სხვა მომსახურე საკითხებით ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების სახელმწიფო დაცვის შეზღუდვის ინიციატივაზე საუბრისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა