ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის ფირმას თამბაქოს ბიზნესში წილები აქვს

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფირმას თამბაქოს ბიზნესში წილები აქვს. როგორც ოქუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, კვირიკაშვილის კომპანია „პალმალის“ ფირმის სიგარეტს საგადასახადო ვალდებულებების ფასში ყიდდა.

„ჩვენთან დემპინგზე უარესი იყო. ჩვენთან საგადასახადო ვალდებულებების ფასში იყიდებოდა პროდუქტი. მაგალითად, ავიღოთ „პალმალი“, ჩვენ გვაქვს ოფიციალური შესყიდვები... ციფრებში რომ ვთქვათ, ფასი არის 1,80 ლარი- 2 ლარი. 2 ლარი არის ის თანხა, რომელიც უნდა წავიდეს საგადასახადო ვალდებულებებში. სად არის მაშინ პროდუქტის ფასი, შრომის ფასი?“ - განაცხადა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, „პალმალს“ 2 ლარში ყიდდა კვირიკაშვილის და სურამელაშვილის ფირმა, რომლებმაც ის 100 პროცენტით გადმოიფორმეს მანამდე, ვიდრე სასამართლოს წააგებდა.

„როგორც ტერმინები აქვთ შიგნით, ივანიშვილთან, კვირიკაშვილს თვლიდნენ ბიჭად, მინისტრები ითვლებოდნენ ბიჭებად და დიდი ხალხი ითვლებოდა ქვეყნის მეორე არაფორმალურ მმართველობად. სურამელაშვილი კვირიკაშვილის პარტნიორია. როგორ ნაწილდებოდა წილი ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად, ჯერ გადანაწილდა 75 პროცენტი, რომელიც ეკუთვნოდა წინა მესაკუთრეს და შემდგომ მოიგეს სასამართლო“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

გარდა ამისა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა სასამართლოსა და პრკურატურაზე გავლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გიორგი გახარია, ხოლო პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებდა.

„როგორც მე ვნახე შეხვედრებზე, ზედამხედველობები აქვთ განაწილებული. გარკვეულწილად, ზედამხედველობა პროკურატურაზე ყოფილ პროკურორს ფარცხალაძეს აქვს, ხოლო გიორგი გახარიას ჰქონდა სასამართლოს მხარე. მე რაც დავინახე იმ წრეზე, რაზეც ივანიშვილი იძლეოდა დავალებას, მე რასაც შევესწარი, ეს იყო „საქართველოს ბანკზე“, კეზერაშვილზე და ა.შ.“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს